"რევოლუცია იქნება თუ რა იქნება, მიიღებთ აბა რა იქნება. ვინ გითხრათ რომ ამ სიტყვის მეშინია. რას ჰქვია ქვეყანას მართმევთ და რუსეთის ორბიტაზე გინდათ გადაყვანა. აგიჩემებიათ ეს 11 წელი. რა გირგვლიანი. სად იყო ოხანაშვილი მე რომ გირგვლიანის გამო ვიდექი ქუჩაში. უკვე საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეხება ეს." - ასე მიმართა მე- 10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა."კანონი და სამართალი"- ს ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს.
"რევოლუცია მინდა? აბა მანდ გაგაჩერებთ ?! აბა დამოუკიდებლობას წაგართმევინებთ? ქუჩაში დავდეგებით და უბედურება თქვენს კისერზე იქნება. სისხლს დაღვრის ქართველო ხალხი და დამოუკიდებლობას არ დატოვებს. არ იცით ეს? თუ სუბარის ჭკუაზე უნდა იყოთ? ინდაური რომ გვყავს გაშვებული თავის დროზე მის ეზოში? იმიტომ რომ უფლების დამცველი ვერ იყო კარგი ზუსტად იმ, გირგვლიანის დროს, სანამ ჭკუაზე მოვიდოდა.
ჩვენს თვალწინ გაიარა გირგვლიანის თემამ, მე არ მესწავლება, მაგრამ სააკაშვილს არ უთქვამს წაიყვანეთ ოქროყანაში და მოკალითო. ბრმები არ ვართ და კარგად ვიცით სტრასბურგში რაც ხდებოდა, რა წერია. დიახ, შეწყალების დროს როცა შეუტანეს სია, იმის გამო სთხოვენ პასუხს. მან უთხრა მოკალით გირგვლიანიო?" - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.