ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
" უზრდელი ხართ! თქვენ ხართ უზრდელი პრემიერ მინისტრი - თქვენს მოსმენას აღარ ვაპირებ!" - მიმართა თაკო ჩარკვიანმა ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზიდან და სხდომა დატოვა.
შეგახსენებთ: პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.