ტელეკომპანია "იმედის" დატოვების შესახებ კიდევ ერთმა თანამშრომელმა , სალომე არშბამ განაცხადა.
სალომე არშბა სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს დილის შოუს ბოლო გადაცემა გავიდა ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ იმედიდან წასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მივიღე და ყველა საქმის კურსში იყო, ვიცოდი, რომ დღევანდელი დღე ძალიან რთული იქნებოდა, ასეც არის. მიჭირს, მაგრამ ვხვდები, რომ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ხვდები რომ ცვლილების დროა, თან რადიკალური ცვლილების.
მადლობა იმედს ამ წლებისთვის და შესაძლებლობისთვის, მადლობა იმ იმედელებს, რომლებიც სულ გვგულშემატკივრობდნენ და ახლაც ასე გრძელდება, უდიდესი მადლობა მაყურებელს, თქვენი სიყვარულის გარეშე არაფერი გამოვიდოდა და მართლა უდიდესზე უდიდესი მადლობა ჩემს გუნდს, სუპერპროფესიონალებს და საუკეთესოებს.
ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რა ხდებოდა კადრს მიღმა და კულისებში და We did it! ეს ეტაპიც დასრულდა, იმედია ცხოვრება უკეთეს თავგადასავლებს შემომთავაზებს, ახლა კი ცოტას დავისვენებ ტელევიზიისგან და შაბათ-კვირა ძილის დღეებად გამომიცხადებია".
რამდენიმე დღის წინ ტვ "იმედი" ბახვა ბრეგვაძემ დატოვა.