მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე, ექიმების ჯგუფთან ერთად, 23 დეკემბერს გიორგი ანწუხელიძის სოფელში - ალვანში ჩავა და მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ.
“ჩემთვის დიდი პატივია,რომ 23 დეკემბერს ჩვენი ჰუმანიტარული ინიციატივის ფარგლებში ექიმებთან ერთად ჩავალთ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში , მის სახლში - ალვანში, სადაც ყველა მსურველი მიიღებს უფასო კონსულტაციებს .
ეს გახლავთ რიგით მესამე ღონისძიება, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს , რომელთა რაოდენობაც ყველა ჯერზე იზრდება.” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ