დღეს გახლავთ ევროპის დღე, ეს არის პირველი ევროპის დღე მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, გისურვებთ ბედნიერ ევროპის დღეს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.