დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რას ნიშნავს „დიფსთეითი“, რომელზეც დღეს ღიად საუბრობს არამხოლოდ აშშ-ის ხელისუფლება, არამედ, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ბრიტანეთში იმ პოლიტიკურ და ბიზნეს ქსელზე, რომელიც ჩრდილოვანად მართავს ამა თუ იმ ქვეყანას და პროცესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ ის არის ოლიგარქია და ჩრდილოვანი მმართველობა, როდესაც დემოკრატიული ლეგიტიმაციის არმქონე ჯგუფები და ადამიანთა ქსელი მართავს ქვეყნის თუ გლობალურ საკითხებს.
„ყველანაირად ვგულშემატკივრობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, რომ დაამარცხოს „დიფსთეითი“, ვინაიდან ზუსტად ამ ქსელის დამსახურებაა, რომ ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ის შორის არის იმ დონეზე, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, „დიფსთეითის“ დამარცხება პირდაპირპროპორციულად უნდა აისახოს საქართველოდა და აშშ-ის ურთიერთობაზე. ეს არის ტესტი, შეძლო თუ არა ამერიკის ადმინისტრაციამ „დიფსთეითის“ დამარცხება. ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ იმას, რაც ხდება. ვნახეთ, ის ფინანსური არხები, რომლითაც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებები და რევოლუციები ფინანსდებოდა, ვგულისხმობ USAID-ს და სხვა ხაზებს, ეს ფინანსური არხები იკეტება, რაც აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობაა, რომ „დიფსთეითის“ დამარცხება საქართველოს მაგალითზე ვნახოთ. ჩვენთვის გადამწყვეტია საქართველოსთან მიმართებით მოხდეს ამ მავნე ქსელების და გავლენის ჯგუფების დამარცხება და არა რებრენდინგი. თუ აქამდე ერქვა USAID-ი, სხვანაირი არხებით არ მოხდეს იგივე პროცესები. ვხედავთ, უმოკლეს ვადაში შეუძლებელი შეძლო აშშ-ის ადმინისტრაციამ, ამხილა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის სქემები, რომელიც აშშ-ის ბიუჯეტის გამოყენებით ფინანსდებოდა, ამხილა მედიასქემები. აღმოჩნდა, რომ ასობით მედია, მედიაენჯეო, ათასობით ჟურნალისტი იყო ქსელში, რომელიც ცრუ ნარატივებს ავრცელებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.