საქართველოს პროევროპულობა, პრორუსულობა და პრორაღაცობა არ სჭირდება, საქართველოს პროქართულობა სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა, რომელიც არსებობდა, ჩამოშლილია და ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც საქართველოს წინაშეც დგას.
„მკაფიოდ ვხედავთ, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა, რომელიც არსებობდა, ჩამოშლილია. ეს მთავარი გამოწვევაა, რაც საქართველოს წინაშეც დგას. არ ვიცით, მოვლენები როგორ განვითარდება, უკრაინაში მშვიდობის დამკვიდრება რა გეოპოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იქნება. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი გამოწვევისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას შეიძლება, ჰქონდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს პროევროპულობა, პრორუსულობა და პრორაღაცობა არ სჭირდება, საქართველოს პროქართულობა სჭირდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ სწორედ ამან გადაგვარჩინა. ჩვენ რომ ვყოფილიყავით პროევროპულები იმ გაგებით, რომელიც რასა იუკნევიჩიანეს აქვს, ჩვენ ომით დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, რადგან მაშინ ყველა იმ მოთხოვნას უნდა დავყოლოდით, რომელიც ბრიუსელიდან მოდიოდა და ბოლო ანგარიშში ახლაც ამოვიკითხეთ, რომ ჩვენგან საგარეო პოლიტიკაზე სრულ თანხვედრას ითხოვენ, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებით. სრული თანხვედრა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ორიენტირებული ვიყავით არა რუსულ დღის წესრიგზე, არა ევროპულ დღის წესრიგზე, არა რომელიმე სხვა დარის წესრიგზე, არამედ მხოლოდ ქართულ დღის წესრიგზე, ქართული სახელმწიფოებრიობა სწორედ ამან გადაარჩინა. დღეს მთავარი ამოცანაა, რომ ამ შეშლილ სამყაროში, ამ ტურბულენტობაში და გაურკვევლობაში რაც ჩვენ გადაგვარჩენს და ისტორიულად ჩვენი გზამკვლევი იყო ხოლმე, ეს არის ჩვენი ქართული, ეროვნული ინტერესები და ეს იქნება ჩვენი გზამკვლევი მომავალშიც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.








