ჩვენ თბილისმა კიდევ უფრო მეტად დაგვიჭირა მხარი, ვიდრე 2020 წელს. [დედაქალაქში] "ქართულმა ოცნებამ" 45 000-ზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2020 წელს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ უნდა "შეირგონ ის შედეგი, რომელიც აქვს".
"თბილისზე რომ აპელირებენ, შევხედოთ ერთი თბილისმა, რომ უარი უთხრა ოპოზიციურ პარტიებს და თბილისში, რომ "ქართულ ოცნებას" როგორი გაუმჯობესებული შედეგები ჰქონდა - შევხედოთ თბილისის მაჩვენებელს 2020 წლის და 2024 წლის შედარებით. "ქართულმა ოცნებამ" 45 000-ზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2020 წელს. ჩვენ თბილისმა კიდევ უფრო მეტად დაგვიჭირა მხარი, ვიდრე 2020 წელს. ჯამში, ოლქების მიხედვით საშუალოდ 21% გვაქვს დამატებული ხმა ყველა ოლქში, თბილისში ყველა ოლქში გვაქვს მატება და ოპოზიციას იცით, რომ ზოგადად საქართველოში კლება აქვს. შევხედოთ, ვინ მოიგო თბილისი, "ქართულმა ოცნებამ" 263 000 ხმა აიღო თბილისში და იმის შემდეგმა პარტიამ აიღო 90 000 ხმა. ანუ 170 000 ხმით მეტი ავიღეთ თბილისში, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ. რაც შეეხება დაჯამებებს, ძალიან რომ უყვართ, ისიც ჰკითხეთ, "პატრიოტთა ალიანსის" 2%-ს როგორ იმატებენ? ეგ გვაინტერესებს, ანუ რისი თქმა უნდათ, მათი არის ეს ხმები? და სხვა პარტიებს რომ ჩახედავენ და რომ იმატებენ ხოლმე, კალკულატორი მაგ მხრივ ძალიან კარგად უყვართ. დაჯამება რომ სდომებოდათ, ყველა ეს ოპოზიცია ერთად გამოვიდოდა, აი, იქ დავეჭიდებოდით და მერე შეხედავდნენ, რას ეტყოდა ქართველი ხალხი. ასე რომ, თუ დაჯამება უნდოდათ, მანამდე ეფიქრათ, ახლა, შეირგონ ის შედეგი, რომელიც მათ აქვთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.