რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას პრობლემაზე და ეს არის ანტიქართული იდეოლოგია, სხვა ქვეყნების და არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურების იდეოლოგია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ ვითარებაზე.
მისი თქმით, როდესც რომელიმე ძალა ღალატის გზაზე მიდის, თავისთავად ხდება, რომ შიგნით კონფლიქტები წარმოიშობა.
„შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება. რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას პრობლემაზე და ეს არის ანტიქართული იდეოლოგია, სხვა ქვეყნების და არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურების იდეოლოგია. შესაბამისად, აქ ყოველთვის იქნება სავალალო შედეგი. როდესც რომელიმე ძალა მიდის ღალატის გზაზე, თავისთავად ხდება, რომ შიგნით კონფლიქტები წარმოიშობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










