ყველა ერთად მოვისმენთ და შევთანხმდებით, რა გზით უნდა მოვახერხოთ, რომ საქართველოში ფასები ადეკვატური იყოს, ბიზნესმაც ნახოს თავისი მოგება და ამავე დროს, სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამთავრობო კომისიისგან განსხვავებით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რომ ფასების საკითხზე განხილვა საჯარო იყოს.

„ამ პროცესის მონაწილე ყველა ვიქნებით, როგორც პარლამენტი, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები. მათთან ერთად განვიხილავთ, როგორ წარმოიშობა ფასები, სად არსებობს გამოწვევა. ყველა ერთად მოვისმენთ და შევთანხმდებით, რა გზით უნდა მოვახერხოთ ის, რომ

საქართველოში ფასები ადეკვატური იყოს იმ მხრივ, რომ ბიზნესმაც ნახოს თავისი მოგება და ამავე დროს, სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და სხვადასხვა ინსტრუმენტი არ გამოიყენოს, რათა მოგებებზე იყოს ორიენტირებული. ჩვენ ულტრა ლიბერალებისგან გვესმის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და პირიქით, თავისუფალ ბაზარს თავისი ხარვეზები აქვს – სახელმწიფოს სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორების ფუნქცია აქვს. ვხედავთ, რომ თავისუფალი ბაზრის გამოყენებით შეიძლება, კარტელური ხასიათის გარიგება ან მონოპოლიების წარმოშობა იყოს. ესეც თავისუფალ ბაზარში ხდება ხოლმე და ამას სახელმწიფო სჭირდება, რომ ეს ხარვეზები გამოავლინოს და შეასწოროს. ამაშია ჩვენი ამოცანა – იქნება ინტენსიური მუშაობა, ყველაფერი იქნება საჯარო, ჩართული იქნებიან როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე საექსპერტო მოსაზრებებსაც მოვისმენთ. ყველა, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, მივიღებთ გადაწყვეტილებას – რა გზით ვიმოქმედოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.