დღეს სალომე ზურაბიშვილი საკუთარ პოზიციას „ნაცმოძრაობის“ წყალობით ინარჩუნებს და, თავისთავად, ამას თავისი საზღაური აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„დღეს სალომე ზურაბიშვილი საკუთარ პოზიციას „ნაცმოძრაობის“ წყალობით ინარჩუნებს. რომ არა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის წახალისება და მფარველობა, პარლამენტს უნდა მიეღო გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ. მან დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. აქედან გამომდინარე, ის საკუთარ თანამდებობას მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის გამო ინარჩუნებს. თავისთავად, ამას თავისი საზღაური აქვს. ვნახოთ, სადამდე მიდის ეს საზღაური. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ის სრულად არის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკის გამტარებელი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.