ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელიც წახალისდა, მათ შორის, ეგრეთ წოდებული ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებებით, პირდაპირ მაიდანიზაციისკენ მოგვიწოდებდნენ, მოუწოდებდნენ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.
„როგორ შეიძლება, საერთოდ ისაუბრო, რომ რაიმე კავშირი აქვთ ევროპულ ღირებულებებთან ადამიანებს, ამ შემთხვევაში, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ახსენებს მაიდანს და იქვე ფრჩხილებში ამბობს, ოღონდ ძალადობა არ გინდათო? მაიდანებს რომ აწყობს ხალხი, შემდეგ რა ხდება იქ, ძალიან კარგად იციან. ასეთი უპასუხისმგებლოა ზოგიერთი ევროპაში და ამ შვიდეულის აქციაზე ხილვით ვნახეთ კიდეც, რასთან გვაქვს საქმე. სხვათა შორის, ერთ-ერთი ამ დელეგაციიდან, მერვე ადამიანი არ იყო აქციაზე, ესეც ნიშანდობლივია, როგორც ჩანს, ზოგი უფრო საღად უყურებს პროცესებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.