პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რუსთაველი გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროში დაწვისა ფაქტს და ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებებს გამოეხმაურა.
„რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, ეს არასერიოზული მიდგომაა და მათ გამოვეხმაურები – როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე, თუკი ევროპაზე საუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. დროშა დაბრუნდება თავის ადგილზე.
როდესაც პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, როდესაც ჯებირები კი არა, პარლამენტის შენობის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო, მაშინ ევროპით გულანთებულ ხალხს რომ ეთქვა ამაზე, იქნებოდა კარგი. რაც შეეხება ამ შემთხვევას, სათანადო რეაგირება იყო, შესაბამისი პირები, იქნებიან პასუხისგებაში მიცემული ადმინისტრაციული წესით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის წინ, სადაც პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავენ, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და საქართველოს დროშა ჩამოკიდეს. აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნილი ევროკავშირის დროშა დაწვეს