ჩვენ როცა ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, ევროინტეგრაციას აქვს თავისი შინაარსი. რადიკალური ოპოზიციის და ამათი მოკავშირე ენჯეოების ტაქტიკა არის ის, დღეს რომ ჰკითხო ადამიანებს თუ რა არის ევროინტეგრაცია ვერ გიპასუხებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„გიპასუხებენ ერთ რამეს, მხოლოდ, რომ ეს არის ევროპული ღირებულებების გაზიარება, რომ ეკითხები რა ღირებულებები, რა არის ისეთი ღირებულება ევროპული, რომელიც ქართული არ არის აქ ვეღარაფერს ვეღარ გპასუხობენ. იმიტომ, რომ ჩვენს ოპონენტებს, რადიკალურ ოპოზიციას და მათ მოკავშირე ენჯეოებს, ევროინტეგრაცია კი არ უნდათ, მათ უნდათ ევრო ისტერია. ამ ისტერიაში იკარგება საღი აზრი, განსჯა და შინაარსზე მსჯელობა. ამ ისტერიის დათესვა უნდათ იმისთვის, რომ ხედავენ დემოკრატიული საარჩევნო გზით ვერ მოდიან ხელისუფლებაში, ვინაიდან იქ გჭირდება ისაუბრო შენს პროგრამაზე, რა გამოიარე და რა გეგმები გაქვს და ამაში სუსტები არიან. იციან, რომ საარჩევნო გზით ხალხი მათ ხელისუფლებას არ მისცემს, ამიტომ ეძებენ გზებს დემოკრატიისთვის გვერდის ავლით, ამისთვის მათ სჭირდებათ ისტერიის დათესვა, ემოციები, ევრო ისტერია და არა ევროინტეგრაცია.

ჩვენ პირიქით, ევროინტეგრაციას ვუყურებთ სწორედ მისი შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან ღირებულებებს რაც შეეხება აქ ქართველებს არაფერი არ გვჭირს. უნდათ დათესონ, თითქოს რაღაც დეფექტი აქვს ჩვენს ერს და რაღაც ღირებულებები გვაკლია და ეს ღირებულებები ვიღაცამ უნდა დაგვიმატოს და მოგვაყაროს როგორც მარილი. ქართული ღირებულებებია სინამდვილეში, არანაირი ცალკე მდგომი ევროპული ღირებულება არ არსებობს. ჩვენ ევროპული ერი ვართ, ჩვენი ღირებულებები არის ევროპული და ნურავინ, ნურც შიგნით და გარედან, ნუ გველაპარაკება რაღაც ევრო ქურუმის კათედრიდან. თითქოს რაღაც ახალ ღირებულებებს გაგვაცნობს, ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, შევითვისოთ და ამაზე უნდა ავაგოთ ჩვენი რაღაცა წარმოდგენები. არაფერი ქართველ ხალხს, არანაირი დამატებითი ღირებულებების თავში ჩადება არ სჭირდება, ყველა ეს ღირებულება ჩვენშია.

ის ვინც ამაზე საუბრობს სინამდვილეში უნდა თქვას, რომ ჩვენ ვართ მეორეხარისხოვანი ერი, რომელსაც ახლა დიდი ძმა აუხსნის რა უნდა გააკეთოს. შინაარსი მოცემულია სიტყვა-სიტყვით ასოცირების შეთანხმებაში. ჩვენ მოლაპარაკებებით თუ მოლაპარაკებების გარეშე ეს უნდა ვაკეთოთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.