არანაირი საფუძველი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების არ აქვთ, ჩამოაყალიბონ თუ რაიმე საფუძველს ეყრდნობიან, არც ერთი თეთრი საბიუჯეტო თანხებიდან არ დახარჯულა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ თანხა სრულად იყო დაფარული პრემიერის მიერ.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არც იმ ე.წ. საგამოძიებო რეპორტაჟში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობითაც კი, რომელიც როგორც წესი, ამ დროს არის ხოლმე გამოყენებული, არ თქმულა, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა. ამ რეპორტაჟის შემდეგ შეიქმნა აღქმა, თითქოს ბიუჯეტის თანხით იყო, ამაზე განმარტება გააკეთეს, როგორც მთავრობის ადმინისტრაციამ, ისე შესაბამისმა უწყებებმა. არც ერთი თეთრი არ არის ბიუჯეტის დახარჯული. მეორეს მხრივ, გაკეთდა განმარტება, რომ ყველა ხარჯის თუ თეთრის დეკლარირება მოხდება. ეს არის პასუხი კონსტიტუციის უხეში დარღვევის გამო დაწყებული საიმპიჩმენტო პროცედურისა, რომელიც წამოიწყო საპარლამენტო უმრავლესობამ. ვხედავთ,  ეს ალიანსი რაც არის. საქართველოს პარლამენტის სახელით საბიუჯეტო თანხების ხარჯვას აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც ასეთ საკითხებს სწავლობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე გაკეთდა განმარტება ყველა პასუხისმგებელი პირის მიერ, რომ არც ერთი თეთრი საბიუჯეტო თანხებიდან არ დახარჯულა. ამ განმარტებას ვენდობით. საზოგადოებაც ენდობა, ვინც არ ენდობა განაცხადეს კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა იმპიჩმენტის წამოწყების შესახებ და წამოიწყონ, შევხედოთ, რა დასაბუთდება ექნებათ მათ. ბორტთან დაკავშირებით განმარტებები იყო, რომ პირველად არ ხდება შემთხვევა, როდესაც მისი გამოყენება კომერციული ფრენის მიზნით ხდება. არაფერი სიახლე ამაში არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.