საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მკვლელობის მცდელობის ხსენება ნებისმიერ კონტექსტში არის გამაოგნებელი.
შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
„პრემიერ-მინისტრმა მაცნობა ამის შესახებ. მართლაც გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ხსენება ამ ფაქტის გამაოგნებელია. დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.