პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტია „ახალთან“ დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ. მისივე თქმით, პარტიის წარმომადგენლები რა მითითებებსაც მიიღებენ დამფინანსებლისგან, ზუსტად ისე მოიქცევიან, რითაც უპასუხა კითხვა, როგორ შეაფასებდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, პარტია „ახლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკა გვარამია დასახელდეს.
„ეს არის ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ზუსტად ისე იქცევიან, რა მითითებასაც მიიღებენ დამფინანსებლისგან. ასე რომ, მათთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს. საქართველოს მოქალაქეებმა ზეპირად იციან, თითოეული მათგანი სად იმყოფება ღირებულებების შკალაზე. ასე რომ, რთულია, ამაზე სხვა რამ ითქვას. რა მითითებებსაც მიიღებენ, ზუსტად ისე მოხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.