დამოუკიდებლობასთან ერთად, ჩვენ გავხდით საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, მათ შორის, ჩვენი პასუხისმგებლობით საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო იყო ბევრი საერთაშორისო მისიის მონაწილე.
„მაშინ, როდესაც ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა იმალებოდა საკუთარ შტაბებში და 30-კაციან კონტინგენტს აგზავნიდა ავღანეთში, ჩვენი ჯარისკაცები იდგნენ ავღანეთში წინა ხაზზე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ყველა, ვინც საქართველოს ხელისუფლებას დღევანდელ დღეს ულოცავს, ეს არის ნიშანი მადლიერებისა ქართველი ხალხის წინაშე და მიხარია, რომ ამ მადლიერებას ვხედავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.