მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. დოკუმენტში ამბობს [ექსპერტი], რომ არის მონათხრობები. მაგალითად წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა [მოხდა თუ არა], - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რომელია ის რეკომენდაციები, რის შესრულებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს „მოსკოვის მექანიზმიდან“.
„არის ისეთი საკითხები, რაც თავისთავადია. მაგალითად ის, რომ მომავალ არჩევნებში მოწვეული იყოს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია. კი ბატონო, მოწვეული იყოს. ეუთო-ს წევრი ქვეყნების უმცირესობამ, 57-დან 23-მა ქვეყანამ, რომელშიც არიან ზუსტად ის ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკით - ეს არის სკანდინავიის, ბალტიის ქვეყნები და სხვა, რომლებსაც გაცხადებული აქვთ მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, დააინიცირეს ეს პროცესი. პოლონეთი იყო მთავარი ინიციატორი და კოორდინატორი, რომელმაც განზრახ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა იმისთვის, რომ მისი ექსპერტი ყოფილიყო მომხსენებლად. აქედანაც ჩანს, რომ კოორდინირებული იყო და თავიდანვე იყო განსაზღვრული ვის ექნებოდა წამყვანი ფუნქცია და ვინ აიღებდა თავის თავზე, რომ ცილისმწამებლებისთვის ხელი მოეწერა.
მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. დოკუმენტში ამბობს [ექსპერტი], რომ არის მონათხრობები. მაგალითად წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა [მოხდა თუ არა]. მონაყოლით ვიცოდით, რომ სამი ადამიანი შიმშილობდა და მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქე და აღმოჩნდა, რომ კარგსაც ჭამენ, კარგსაც სვამენ და ჩხუბიც აქვთ და გარჩევები ერთმანეთში, რაც ვნახეთ კადრებში. ასეთი მონაყოლებით არის ზუსტად აწყობილი მთლიანად ეს დასკვნა. ვაპირებთ მივყვეთ საქართველოს კონსტიტუციას, ქართულ კანონმდებლობას. რაც შეეხება საერთაშორისო სასამართლოებს, სადაც კი საქართველოს დაუპირისპირდნენ მათ შორის ზოგიერთი ევროპელი ძალები, ყველგან დამარცხდნენ. ამ დოკუმენტს აქვს ერთადერთი მიზანი, შექმნას საინფორმაციო ხმაური. ყოველგვარ ლოგიკას, სამართლებრივ ჩარჩოს გაცდენილი დოკუმენტია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




