ოპოზიციის, მათი მედიის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ზემოთ მოყვანილი ქმედებები, საბოლოოდ გვიმყარებს აზრს, რომ მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა. ამიტომ, განსაკუთრებით მივმართავ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს: მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ორგანიზაციისთვის ფულის ჩარიცხვით, არამედ, თავის თავში მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განცხადება.
2020 წლის გამოცდილებამ, როდესაც ჯერ პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებით, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადებით, რომლებიც ისეთ ცრუ ფაქტებს ეყრდნობოდა, როგორიც იყო ცესკოს მიერ შედეგების დაგვიანების გამოცხადება თუ უბნების 8 პროცენტზე დისბალანსი და ა.შ., გვაჩვენა, თუ როგორი საფრთხის შემცველია დემოკრატიულ პროცესებთან უპასუხისმგებლო თამაში." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რომლის სრული ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა