საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში რუმინეთის დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე ,,მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“ მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციას ეხმიანება.
"მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ნიკოლაე ჩუკას და რუმინეთის პარლამენტის პატივცემულ წევრებს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებით ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერის გამოხატვისთვის. თქვენს სოლიდარობას, ამ გადამწყვეტ დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის მხარდაჭერა, ფასდაუდებელია”, - წერს შალვა პაპუაშვილი.
I would like to extend my heartfelt gratitude to @NicolaeCiuca and the esteemed members of the Romanian Parliament for their unwavering support in adopting a resolution on the European Perspective of Georgia. At this crucial time for our nation’s European aspirations, your…
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) November 29, 2023