მიჩნდება განცდა, რომ ქართველი ხალხი ევროპიდან მოგვატყუეს. გვითხრეს, რომ სახელმძღვანელო იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა, ახლა ქალბატონი ლექსმანი ამბობდა, რომ ეუთო/ოდირი ავტოკრატიას უჭერს მხარსო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“.
„გუშინ მოვისმინეთ ევროპელების განცხადებები. ქალბატონი ლექსმანი, ევროპარლამენტის წევრი ამბობდა, რომ ეუთო/ოდირი ავტოკრატიას უჭერს მხარსო და იქით დააყენა ეუთო/ოდირის ლეგიტიმურობის საკითხი.
ბატონი ბორელისგან მოვისმინეთ, რომ თითქოს, ეუთო/ოდირს არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, რაც გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაცია. სამწუხაროა, რომ ევროკომისიის წარმომადგენელი დეზინფორმაციას ავრცელებს, ვინაიდან დადასტურებულად ვიცით ყველამ, მილიონჯერ არის ახსნილი, რომ ეუთო/ოდირს აქვს ასეთი ტერმინი - თავისუფალი და სამართლიანი და ა.შ. ბორელის ლოგიკით, არც ამერიკის არჩევნები შეაფასა თავისუფლად და სამართლიანად, არც მოლდოვის არჩევნები შეაფასა თავისუფლად და სამართლიანად.
გარკვეულწილად მიჩნდება იმის განცდა, რომ ქართველი ხალხის მოგვატყუეს, თითქოს, მთავარი საფუძველი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. ეუთო/ოდირმა ცალსახად თქვა, როგორც წერილობით და ზეპირადაც, არჩევნების მეორე დღეს პრესკონფერენციაზე, რომ არჩევნები საქართველოში შედგა, საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.
ახლა ვიყურებით ევროპელებისკენ და გვაინტერესებს ისინი თავის სიტყვაზე დგანან თუ არ დგანან. რასთან გვაქვს საქმე? მოგვატყუეს, რომ ეუთო/ოდირია განმსაზღვრელი და ახლა ISFED-ზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობებზე", IRI-ზე და NDI-ზე არიან გადაკიდებულნი, თუ რასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.