"მამუკა ხაზარაძეს და მისნაირ თაღლითებს, რომლებსაც დღესაც 600 ათასი დოლარი აქვთ ჩასარიცხი საქართველოს ბიუჯეტში, აი,ამ თაღლითებს რომ აქვთ უცხოეთიდან გასაქანი მიცემული ქართულ პოლიტიკაში, ამიტომაც ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესებია წარმოდგენილი დღეს ოპოზიციაში", - ამის შესახებ საქართველოს პაროლამეწნტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ უნდა დააინტერესოს ეკონომიკური თვალსაზრისით და იმოქმედოს შტატების ინტერესებიდან გამომდინარე.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე იმდენად უსამშობლოა, რომ საკუთარ უსამშობლობასაც ვერ ხვდება და ღიად საუბრობს, რომ მოქმედებს არა საქართველოს ინტერესების, არამედ სხვა ქვენების, ორგანიზაციების თი ჯგუფების ინტერესებით
"ეს ადამიანი იმდენად უსამშობლოა, რომ საკუთარ უსამშობლობასაც ვერ ხვდება და ღიად საუბრობს, რომ მოქმედებს არა საქართველოს ინტერესების, არამედ სხვა ქვენების, ორგანიზაციების თი ჯგუფების ინტერესებით. საქართველოს ხელისუფლება არ მოქმედებს არც აშშ-ის, არც რუსეთის, არც ჩინეთის, არც გერმანიის თუ საფრანგეთის ინტერესებით. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ერთადერთი, ქართველი ხალხის ინტერესებით, - ეს არის ამოსავალი წერტილი. მამუკა ხაზარაძეს და მისნაირ თაღლითებს, რომლებსაც დღესაც 600 ათასი დოლარი აქვთ ჩასარიცხი საქართველოს ბიუჯეტში, აი,ამ თაღლითებს რომ აქვთ უცხოეთიდან გასაქანი მიცემული ქართულ პოლიტიკაში, ამიტომაც ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესებია წარმოდგენილი დღეს ოპოზიციაში. ამიტომ ეს ფროიდისეული წამოცდენა არ არის ხაზარაძის მხრიდან, რაც მას გულში უდევს, ის გვაჩვენა. ის სინამდვილეში ყველა საკითხს უყურებს ისე, თუ რა ინტერესი აქვს ქართველ ხალხს, არამედ რა ინტერესეი აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებოთ, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური, ჩვენ უპირველეს ყოვლისა ამოვდივართ ქართველი ხალხის ინტერესით, სადაც ხალხის ეროვნული ინტერესი ემთხვევა სხვა ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესებს, იქ დგება ალიანსები და თანამშრომლობა" -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.