საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ანჯელო ფარუჯას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა მალტის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე.

აღინიშნა ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა და მზაობა.

შალვა პაპუაშვილმა მალტელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საპარლამენტო საქმიანობასა და საქართველოს გეგმებზე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

 შეხვედრა  უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.