კონსტიტუციის დაცვაში ხელი შეგვიშალა რადიკალურმა ოპოზიციამ იმისთვის, რომ ზუსტად ასეთი გამოსვლები და რადიკალიზმისკენ წაქეზება და თანამონაწილეობა გვესმინა ქალბატონი სალომესგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 26 მაისის ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას.
პაპუაშვილმა ასე უპასუხა კითხვას - ვეტოს დაძლევის დროს გაიხსნება თუ არა ონლაინმედიისთვის პარლამენტი:
„პარლამენტში არის უსაფრთხოების რეჟიმები, რაც გამოწვეულია რადიკალური ოპოზიციისა და ხანდახან მისი კუთვნილი მედიის რადიკალური ქმედებებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ამ ორმა თვემ გვაჩვენა, რომ სწორი, პროპორციული დონე იყო შემოღებული იმისთვის, რომ სრულად უზრუნველყოფილიყო მედიის მიერ საპარლამენტო საქმიანობის გაშუქება. შეგახსენებთ, რომ 100-მდე ჟურნალისტი იყო ამ დღეებში პარლამენტში და ამავე დროს, მთლიანად პარლამენტის სხდომა გადაიცემა სხვადასხვა პლატფორმით. მოსახლეობისთვის ინფორმაციის სრულად მიწოდება უზრუნველყოფილია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.