"ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძის განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ვიზალიბერალიზაციის თემატიკას ეხება.
"ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, რომელმაც „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა - ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე"- წერს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ: საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელე განცხადება, სადაც ნათქვამია: "ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს
არნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე: პატრიარქს არა ერთი განცხადება აქვს გაკეთებული ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერად და მან ძალიან კარგად იცოდა, რომ თანასწორობის უფლების დაცვას და აღიარებას ევროკავშირი ითხოვს სახელმწიფოებისგან