ყოფილი განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის საქმიანობას აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ამილახვარმა, როგორც საპარლამენტო, ასევე მინისტრად ყოფნის პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.
„მან, როგორც განათლების სფეროს განსაკუთრებულმა მცოდნემ, რომელიც სიღრმესა და პრაქტიკაში ერკვევა განათლების მენეჯმენტში, როგორც საპარლამენტო, ისე განათლების სამინისტროში საქმიანობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო და მნიშვნელოვანი პროცესების ნაწილი იყო“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. მას ნაყოფიერი მუშაობისთვის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.