"გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა (144 ორგანიზაცია) უკვე გადააჭარბა იმ ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ასაჩივრებენ (136 ორგანიზაცია). დამატებით 300-ზე მეტი ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია. ...და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველ დილით ისევ საქართველოს ლამაზ ქალაქებსა და სოფლებში ვიღვიძებთ."
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.