ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი გზავნილი არის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან უნდა მოხდეს შემდეგ საერთო ევროპულ ინტერესზე შეთანხმება და არა პირიქით, საერთო ინტერესების პროეცირება ქვეყნის ინტერესებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
„ევროკავშირის სხვა სტრუქტურებთან შედარებით, ევროპარლამენტს ნაკლები წონა აქვს, თუმცა აქაც ვატყობთ, რომ ტენდენცია გადახრილია უფრო კონსერვატორული პარტიების მიმართ. აქ უფრო მნიშვნელოვანია თავად წევრს ქვეყნებში რა შედეგები იყო ამ მხრივ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებებმა ყური დაუგდონ საკუთარი მოსახლეობის განწყობებს და მათ შეფასებებს.
ფაქტია, რომ არის გარკვეული მნიშვნელოვანია ტენდენცია, რომ ახალგაზრდობა ევროპაში უფრო მეტად მხარს უჭერს კონსერვატორულ, ტრადიციულ ღირებულებების მიდგომებს. წევრს ქვეყნებში არჩევნებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობა უფრო მეტად უფიქრდება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები რაში მდგომარეობს და აქედან გამომდინარე უყურებენ შემდეგ საერთო ინტერესებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.