მოსახლეობის უმრავლესობას როცა მტრად გამოაცხადებს რამდენიმე უსამშობლო ჯგუფი, ამაზე მოსახლეობას რომ რეაგირება ექნება, ლოგიკურია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერებზე, რომელსაც მოქალაქეებმა ახალი პლაკატები გადააკრეს, წარწერით „ნაცების კლასტერი = უსამშობლო აგენტებს“ .
„როგორც ჩანს ეს არის ქართველების პასუხი იმ უსამშობლოების მიმართ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გამოაცხადეს მტრად. ამას აკეთებდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მედია, „რადიო თავისუფლება“, რომელიც ავრცელებდა ფაშისტურ მოწოდებებს, რომ მთლიანად მოსახლეობის უმრავლესობა გამოაცხადონ მტრად. ამაზე მეტი ფაშიზმი რაღა არის, როცა მოსახლეობის უმრავლესობას აცხადებ მტრად, სამიზნედ შურისძიების, ძალადობის, ბულინგისა და ზეწოლის. რა თქმა უნდა მოსახლეობის უმრავლესობას, როცა მტრად გამოაცხადებს რამდენიმე უსამშობლო ჯგუფი, ამაზე მოსახლეობას, რომ რეაგირება ექნება, ლოგიკურია. კარგია, რომ საქართველოს პატრიოტები ასეთ ფაშისტურ გამოვლინებებზე სათანადო პასუხს სცემენ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.