ერთი მთლიანი ცუნამია კორუფციული სკანდალების, რომელიც ჯერ აშშ-ის ხელისუფლებამ ამხილა, ახლა კი, ამ სკანდალებს ევროკავშირში ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას, ვსტრიული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიამ აღიარა, რომ ევროკავშირის ფონდები გამოიყენა მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რათა ჩაეხშო ევროპელი კონსერვატორების ხმები.

„ვხედავთ, რომ ერთი მთლიანი ცუნამია კორუფციული სკანდალების, რომელიც ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ამხილა საგარეო დახმარების სფეროში, ახლა კი, ამ სკანდალებს ევროკავშირში ვხედავთ. ეს სფერო ჩაფლულია კორუფციაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას კრიტიკულად შევხედოთ. რაც შეეხება ევროკავშირის სხვადასხვა სახის ფინანსების ტრიალს, ჩვენ ამაზე სამი წელია, ვსაუბრობთ. ახლა კრიტიკა შიგნიდან დაიწყო და შიგნიდან დაიწყო გამოვლენა ამ კორუფციული სქემების, რაც დაფინანსებაში არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.