„დღეს, გვქონდა წინასაარჩევნო შეხვედრა შიდა ქართლში. განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული შეხვედრა იყო და ჩვენც, ჩვენს გამოსვლებში ვცდილობდით გვესაუბრა იმ დიდი ტკივილზე, რომელიც საქართველოს ღია იარად აქვს,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გორში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ყველა ის ღალატი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაიდინა, გამოძიებული იქნება.

„დღეს, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ დიდი ღალატზე, რომელსაც 2008 წელს ჰქონდა ადგილი „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მხრიდან და გვესაუბრა იმ მომავალზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ერთიან საქართველოში ჩვენს ოსს ძმებთან და დებთან ერთად. ეს არის ის პირობა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოსახლეობას, რომ
ყველა ის ღალატი, რომელიც ჩადენილი იყო, ამას ყველაფერს ჩავეძიებით და ქართველი ხალხი ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს და ეს, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი იმისთვის რომ, ნდობა ჩვენს ოს თანამოქალაქეებთან აღდგეს და ჩვენ ერთიანი ქართული სახელმწიფო ვაშენოთ, რომელიც ერთი დიდი ოჯახის წევრი გახდება,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.