სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სამების ტაძარში იმყოფებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.