პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში ხმაურის გამო თამარ ჩარკვიანს დარბაზი დაატოვებინა.
"ოპოზიციას სურს პროვოკაციული მეთოდებით წყობიდან გამოიყვანოს უმრავლესობა" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დარბაზიდან რეპლიკის გამო ანა ნაცვლიშვილს, რომელიც პლენარულ სხდომაზე აირწინაღითა და სათვალით მივიდა უთხრა: "ქალბატონი ანა, სად არის თქვენი აირწინაღი?"
პარლამენტში პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყო. პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისას დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.