"მთავარი მიზანი რაც მათ ჰქონდათ, რომ ხელისუფლება გადაებარებინათ მათი უცხოელი დამკვეთებისთვის, ეს მიზანი ვერ შეასრულეს და ახლა ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმისთვის, რომ თავს დაესხან ქართველ ამომრჩეველს და წაართვან მათი არჩევანი“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. 

პაპუაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა ოპოზიციას იმისთვის, რომ აპირებდნენ დაეწესებინათ სანქციები, იმისთვის, რომ ისინი ყიდიან საქართველოს ინტერესებს სხვებზე, გასცა პასუხი და მიუჩინა სამარცხვინო ადგილი დემოკრატიულ სივრცეში.

„26-ში საღამოს, ვნახეთ მათი გუნება განწყობის ცვლილება. ხომ იძახეს რომ გაყალბდა, გაყალბდაო, დადგნენ ბრიფინგზე, ვერაფერი ვერ თქვეს და თენგო აგიხსნითო. თენგოც გამოვიდა და ვერაფერი თქვა.  საუბრობენ, რომ გაყალბდა და რა გაყალბდაო რომ ეუბნებოდნენ ვერ საუბრობდნენ, ბოლოს გადააბარა ბატონ თენგოს და თენგომაც ვერაფერი გვითხრა. ასე რომ ეს ცალკე ამ არჩევნების და ოპოზიციის სახედ დარჩება, რომ თენგო გაგესაუბრებათ, ამ დონეზე არის დასული ოპოზიცია.  ხომ გაყალბებული იყო, სცენა აწყობილი რომ ჰქონდათ, რატომ არ ავიდნენ იმ სცენაზე? რატომ დაშალეს ის სცენა და წავიდნენ. 2-ის ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს და წავიდნენ დაიძინეს. ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ რამე გაყალბდა? აქ რომ რამე გაყალბებულიყო ან ქართველ ამომრჩეველს რა შეაჩერებდა ან თუნდაც მაგ ოპოზიციას რა შეაჩერებდა პროტესტისგან, ხომ? მაგრამ წავიდნენ 2-ის ნახევარზე და დაიძინეს ტკბილად და მშვიდად იმიტომ, რომ იციან, ქართველი ხალხისგან მიიღეს პასუხი საკუთარი უსამშობლობის გამო.

სინამდვილეში, ეს განაჩენია. როდესაც არის 43 პროცენტიანი სხვაობა პირველ ადგილოსან „ქართულ ოცნებასა“ და შემდეგ ადგილოსანს შორის, ეს არის განაჩენი, რომ ქართველმა ხალხმა ამ ოპოზიციას ყველაფრისთვის- იმისთვის, რომ ისინი აპირებდნენ დაეწესებინათ სანქციები, იმისთვის, რომ ისინი ყიდიან საქართველოს ინტერესებს სხვებზე, იმისთვის, რომ ისინი აპირებდნენ ამ ქვეყნის ომში ჩათრევას, იმიტომ, რომ ისინი იტყუებიან მარცხნივ და  მარჯვნივ, იმისთვის, რაც მათ პარლამენტში გააკეთეს, გასცა პასუხი და მიუჩინა სამარცხვინო ადგილი დემოკრატიულ სივრცეში“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.