რაც შეეხება შემდეგ საკითხებს. პირველი, რასაც უნდა შევხედოთ ეს არის საჩივრები. დღეს ბევრი არის საუბარი იმაზე, თითქოს დარღვევების რაოდენობა იყო მაღალი. სინამდვილეში თუ ჩავხედავთ რამდენი საჩივარი დაიწერა ამ არჩევნებზე საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა  დონეზე ვნახავთ, რომ მაგალითად, 2020 წელს თუ იყო ეს 2054 საჩივარი, წელს, აი ეს ტოტალური უწესრიგობა რომ იყო თუ გაყალბება, 1170 საჩივარი დაიწერა ჯამში. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განცხადება.

"ესეც შეგახსენებთ, რომ ბოლოს უკვე დასრულების შემდეგ დაიწერა დიდი რაოდენობა ამ საჩივრებისა. მათ შორის, საინტერესო არის, რომ 3111 უბანზე, სადაც ოპოზიციას ჯამში 25 000 კომისიის წევრი ჰყავდა, ყველა ამ კომისიაში, შემაჯამებელ ოქმზე სულ 9 შემთხვევაში დაიწერა განსხვავებული აზრი. ანუ, 3111 შემაჯამებელი ოქმიდან, 9-ზე, 25 ათასმა ოპოზიციონერმა წევრმა სულ დაწერა 9 განსხვავებული აზრი შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით. ესეც უჩვენებს სინამდვილეში რა აქვთ რეალურად ხელმოსაჭიდი ან რაზე შეიძლება რომ რაღაცნაირად იდავონ იმის საპირწონედ,  რასაც ვისმენთ ტელევიზიაში." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.