რამდენიმე ასეული სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და 2-3 წელიწადში, საქართველოს ყველა სკოლა იქნება სრულად ევროპულ სტანდარტზე რეაბილიტირებული“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

„რამდენიმე დღის წინ ვიყავი ახალციხეში, სადაც ახალციხის ახლადრეაბილიტირებული სკოლა დავათვალიერე, სადაც ერთ კვირაში სწავლა დაიწყება, ასევე გახლდით სოფელ უდეში, სადაც სკოლის რეაბილიტაცია ჩატარდა, იქაც ერთ თვეში სრულფასოვნად დაიწყება სწავლა და უახლოეს პერიოდში იქნება ბევრი ახალი სკოლის პრეზენტაცია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.