სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისული კრიზისებიდან აპრობირებული გამოსავალი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ამგვარი უმძაფრესი, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისული კრიზისებიდან მსოფლიო პოლიტიკაში აპრობირებული ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ვინც ამის წინააღმდეგია, არის საკუთარი თავის მეგობარი და ქვეყნის არაკეთილისმსურველი. რაც გვესმის პოლიტიკოს-ექსპერტთა არგუმენტები, ნაკარნახევია მხოლოდ და მხოლოდ პირად-ანგარებით ინტერესებით. წიგნს მაინც ჩახედონ. ისრაელში ყოველ წელს ტარდება ქნესეთის არჩევნები, ხოლო ამერიკის კონგრესში წევრთა უფლებამოსილება მხოლოდ ორი წელია. ოთხი წელი რატომ უნდა იჯდეთ მანდ? თუ რამის დანგრევა შეგეძლოთ, დაანგრიეთ, ახლა რაღა გაწუხებთ?“, – წერს შალვა ნათელაშვილი.