"ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ითვლებოდა ჰუმანიზმისა და ადამიანთ-მოყვარეობის მსოფლიო ცენტრად და იმედი მაქვს ასეთად დარჩება ყოველთვის.", - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება თბილისში, დიდ დიღომში მომხდარ საზარელ მკვლელობას, რომლის მსხვერპლი ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი, კესარია აბრამიძე გახდა.
"მწუხარებას გამოვხატავ კესარია აბრამიძის მართლაც ყოვლად მხეცური მკვლელობის გამო. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ითვლებოდა ჰუმანიზმისა და ადამიანთ--მოყვარეობის მსოფლიო ცენტრად და იმედი მაქვს ასეთად დარჩება ყოველთვის." - წერს შალვა ნათელაშვილი.
კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, გუშინ საღამოს მოკლეს. მას მრავლობითი დაზიანებები, ცივი იარაღით, ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელი, სავარაუდოდ, კესარიას მეგობარი მამაკაცია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.