ღრმად დამწუხრებულები ვართ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„გვსურს, გულწრფელი სამძიმარი და ღრმა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ მეგობარი აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს. ამ რთულ დროს, საქართველო სოლიდარულია სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, რამდენიმე მგზავრი გადარჩა.
We are deeply saddened to hear about the crash of Azerbaijan Airlines aircraft, which claimed dozens of lives.
— MFA of Georgia (@MFAgovge) December 25, 2024
We would like to express our sincere condolences and profound sympathy to the government and the people of friendly 🇦🇿 . At this difficult time 🇬🇪 stands in solidarity…