საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს.
მიხეილ სარჯველაძე ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრს, სილვი კირილოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებში მიმდინარე რეფორმებს, წარმატებულ გამოცდილებებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა დაავადებების პრევენცია, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, გააძლიერონ თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობა მაღალი დონის ღონისძიებებში და სიტყვით გამოსვლები, სადაც ის საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრებს.