საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხური პროდუქტების ადგილწარმოშობის ცვლილებასა და ტვირთების სხვა მეზობელი ქვეყნის სახელით რეექსპორტის მიზნით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანასთან დაკავშირებით.

სამინისტრო თვლის, რომ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება სპეკულაციურ ხასიათს ატარებს და არამარტო არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ ურთიერთობებს.

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას მეზობელ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის ასეთი სახის უხეშ ფორმებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი ქვეყნის ჩართვა არაგონივრული ხერხებით ხდება“,- წერია განცხადებაში.