საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია14:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგება, რის შემდეგაც, კობახიძე და ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.