საკანონმდებლო ორგანოში, დღევანდელ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს. სადაც კანონპროექტის ავტორებს ქალი დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
"მე მესმის ქალბატნო ანა, რომ თქვენ ყველაფერზე წამსვლელი ხართ ხაზარაძის ფულისთვის, მაგრამ, ყველა ასე არ მოქმედებს ამ სამყაროში" - ასე მიმართა მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა "ლელოს" დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს.
ცნობისთვის, „გირჩის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებით, სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ აქვს - ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს მიიღებს