ყველას, ვისაც აქვს საშუალება, პასპორტები და სწავლა, ყველას უნდა ევროკავშირში, ერთი მაჩვენეთ, ვინ აგზავნის თავის შვილებს რუსეთში, მაშინ ვიტყოდი, რომ ვიღაცაა პრორუსი, მაგრამ მე ასეთი არავინ ვიცი - ამის შესახებ პრეზიდენტმა მედიასთან შეხვედრისას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
"ჩვენ თუ გვგონია, რომ დეპოლარიზაციას მივაღწევთ იმიტომ რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, მეორე დღეს გავიღვიძებთ და უცებ ერთმანეთი შეგვიყვარდება, ეს არ მოხდება. არ [განმუხტავს ვითარებას] რადგან შევალთ საარჩევნო პერიოდში, რა განმუხტვა და რის განმუხტვა თუ ამ დღეში მივედით იქამდე.
ჩვენ ახლა გვაქვს ყველაზე დიდი შანსი, რომ გავერთიანდეთ იმ ერთ საკითხზე, რომელიც მართლაც ხალხში არის გაერთიანებული და სხვათა შორის ასევე არის ის საკითხი, რომელიც დარწმუნებული ვარ, შიგნით, მმართველ პარტიაშიც ერთგვაროვნადაა აღქმული, რადგან ყველას, ვისაც აქვს საშუალება, პასპორტები და სწავლა, ყველას უნდა ევროკავშირში, ერთი მაჩვენეთ, ვინ აგზავნის თავის შვილებს რუსეთში, მაშინ ვიტყოდი, რომ ვიღაცაა პრორუსი, მაგრამ მე ასეთი არავინ ვიცი, მაჩვენეთ. თუ გაერთიანებული ვართ ამაზე, პოლიტიკური დაპირისპირების გამო არ უნდა გამოვიყენოთ ეს სტატუსი." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.