„ვარდების რევოლუციის“ პერიოდი იყო დიდი წინსვლა საქართველოსთვის და ასე რომ გაგრძელებულიყო, სააკაშვილი უდავოდ შევიდოდა საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი დიდი გარდამქმნელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვარდების რევოლუციის“ პერიოდი იყო დიდი წინსვლა საქართველოსთვის, ძალიან დიდი ცვლილებები, სწორი ცვლილებები და ასე რომ გაგრძელებულიყო, უდავოდ შევიდოდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ძალიან დიდი გარდამქმნელი ამ ქვეყნის დღევანდელ საუკუნეში. სამწუხარო არის, რომ როგორც ხდება ზოგჯერ, ეს რეჟიმი პროგრესული რეჟიმიდან ავტორიტარიზმისკენ... რაც არის ძალიან დიდი ცდუნება, როცა ხარ ხელისუფლებაში, მოხვედი ხელისუფლებაში დიდი მხარდაჭერით, შეასრულე ნაწილი იმისა, რისთვისაც მოხვედი და მერე რაც ხდება ყველა დემოკრატიულ წყობაში, ნელ-ნელა კარგავ ამ მხარდაჭერას, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი ფორმა დემოკრატიის, რომ ერთი და იგივე ხელისუფლება ვერ იქნება მუდმივად ხელისუფლებაში და ამას ვეღარ ეგუებიან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.