"ეს არის ის წლები რაც მაკავშირებსვშენთან", - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"რამდენი ბრძოლა, რამდენი დღე პროტესტის, დგომის, საქართველოს სხვა და სხვა კუთხის შემოვლის, ეს არის ის წლები რაც მაკავშირებს სამუდამოდ შენთან ლევან. და 
თანამებრძოლ ლევანს არასოდეს დავივივიწყებ! ნათელი შენ სულს 🙏! 

ამ დროს როგორ არ უნდა იფიქროს ადამიანმა,  რომ ოციოდე წლის შემდეგ, მეორდება ისტორია და ჩვენს ახალგაზრდებს უწევთ კიდევ და კიდევ  ქუჩაში დგომა, კიდევ  თავისუფლების დასაცავად, ავტორიტარიზმის დასამარცხებლად, დამოუკიდებელი მომავლის გადასარჩენლად", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა