გვაქვს განცდა, რომ რუსულენოვანი მოქალაქეები საქართველოში ისე იქცევიან, თითქოს თავიანთ სახლში არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა RFI-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მოსახლეობა შეწუხებულია, რადგან ეს რუსულენოვანი მოსახლეობა ჩამოდის, რომელიც არ გამოხატავს ნამდვილ ინტერესს, ინტეგრაცია მოახდინოს ქვეყნის კულტურაში. გვაქვს განცდა, რომ ისინი იქცევიან ისე, თითქოს თავიანთ სახლში არიან, შესაძლოა, ახსოვთ, თუ როგორ იყო ადრე. და განსაკუთრებით არის განცდა, რომ [მათი შემოსვლა] არ არის კარგად კონტროლირებული და ამ მასებში, არ ვიცით, ვინ შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში და არის თუ არა ეს ზედამხედველობის ქვეშ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.