საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის კონცერტში ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის კონცერტზე კიდევ ერთი ქართველი – ხატია ბუნიათიშვილი. დედაო ღვთისავ, შეგვეწიე!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.
სალომე ზურაბიშვილი კონცერტზე ხატია ბუნიათიშვილის შესრულების ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.