კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და პარტია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი სუს-ის განცხადენას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ თავად აპირებენ მსგავსი მასალის გავრცელებას და ეს განცხადება პრევენციული ხასიათისაა, თავდაცვითი პოზიციების მომზადების მიზნით.
"ვფიქრობ, რომ სუს-მა ეს განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ თვითონ გეგმავენ, როგორც ჩანს, "დიპფეიკების" გამოყენებით საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობას. ეს განცხადება, ვფიქრობ, პრევენციული სახისაა, რომ საკუთარი დაგეგმილი სპეცოპერაციებისთვის მოიმზადონ თავდაცვითი პოზიციები," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.